რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა
„ მშობლის
ჩართულობის გავლენა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებასა და აკადემიურ მიღწევებზე დაწყებით
კლასებში“
კვლევის მიზანი იყო დაწყებითი
საფეხურზე სწავლების დაწყების პირველივე დღიდან მოსწავლეებმა შეძლონ სკოლასთან ადაპტაცია,
სწორი მიმართულებით სასკოლო გარემოში სოციალიზაცია,
მშობლისა და მასწავლებლის ურიერთთანამშრომლობით გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლება მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევა გრძელდებოდა
2015-2017 სასწავლო წლის მანძილზე. მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა ვაწარმოე წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო
იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა.
კვლევის შედეგების გაზიარება
კოლეგებისთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. გამოვიწვიე მათი დაინტერესება და გავუჩინე
სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის
კვლევა.
რაც შეეხება უკუკავშირს,
იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება, კვლევის მიმართ. რადგან კოლეგების
გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი აქტივობები,
ბუკების გამოყნება, მხოლოდ აფერხებს სასწავლო
პროცესს, ხელს უშლის შემოთავაზებული სასწავლო სახელმძღვანელოს სრული კურსის გავლას
და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
მათთვის ვისთვისაც კვლევის
გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკის კვლევას.
თ. კურტანიძე
15/06/2017
No comments:
Post a Comment