პრაქტიკის კვლევა -„ მშობლის ჩართულობის გავლენა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებასა და აკადემიურ მიღწევებზე დაწყებით კლასებში“



 



მშობლის ჩართულობის გავლენა მოსწავლის სასკოლო ცხოვრებასა და აკადემიურ მიღწევებზე დაწყებით კლასებში
















                                       სარჩევი
შესავალი ...........................................................................................................................     3
თავიI    -- საკვლევი საკითხის მიმოხილვა.................................................................    4
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ       ......................................................................    5
პრობლემის გამომწვევი სვარაუდო მიზეზები ........................................................         5
კვლევის მიზანი და ამოცანები ...................................................................................          7
თავიII  ---პრაქტიკული კვლევის არსი  .......................................................................        8
თავიIII  -- ლიტერატურის მიმოხილვა  ......................................................................         19
თავი  IV მეთოდოლოგია  ................................................................................................       11
 თავი V  
ინტერვენციის დაგეგმვა და მისი შედეგები  ............................................... ................      12
ინტერვენციიც შედეგები და მათი ანალიზი  ................................................................      13
შემაჯამებელი კითხვარი ...................................................................................................      14
დიაგრამები და ცხრილები  ...............................................................................................     15
თავი VI    მიგნებები , რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები    .....................           18
თავი VII
დასკვნა    ...........................................................................................................................        19
ბიბლიოგრაფია   ...............................................................................................................        19
დანართი    ...........................................................................................................................










შესავალი
        სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან ბავშვის წინაშე ახალი ამოცანები იშლება; ახალი მოთხოვნები; ახალი გარემო; ახალი ადამიანები; ახალი კონფლიქტები, პრობლემები, ბრძოლა თავის დამკვიდრებისათვის, რომლის დროსაც მოსწავლის თვითშეფასება შეიძლება დაეცეს ან აუმაღლდეს. სწორედ ამ დროს, მნიშვნელოვანია მშობლებმა და მასწავლებელმა შექმნან ერთი მთლიანი გუნდი და ურთიერთთანამშრომლობით დაგეგმონ მოსწავლის წარმატებებზე მორგებული სასწავლო ატმოსფერო.                             
             წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სურამის # 4 საჯარო სკოლის  დაწყებით კლასში (I - II ) ორი წლის განმავლობაში  ჩატარებული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მშობელთა ჩართულობით გადაჭრილი სასკოლო  პრობლემები.კვლევაში მონაწილეობს 20 მშობელი და 20 მოსწავლე.
ბავშვის აღზრდა -განვითარება მრავალმხრივი პროცესია. ეს არის ზრუნვა იმაზე , რომ მოზარდმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა. ამ დროს ოჯახი და სკოლა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. სკოლა ის ადგილია სადაც უფლებებზე და მოვალეობებზე ყველაზე მეტს საუბრობენ.
   კვლევის მიზანია სწავლების დაწყების პირველივე დღიდან მოსწავლეებმა შეძლონ სკოლასთან ადაპტაცია, სწორი  მიმართულებით სასკოლო გარემოში სოციალიზაცია, მშობლისა და მასწავლებლის ურიერთთანამშრომლობით გაიუმჯობესონ ცოდნა და  უნარ-ჩვევები.
გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF- ის   მიერ დაფინანსებულ საქართველოს  განათლების სამინისტრომ  პროექტ    G- pried-ის ფარგლებში,  ჩვენს სკოლაში დარიგდა აქტივობებისა და სავარჯიშოების კრებული მშობლებისათვის, რომელიც გათვლილია იმისათვის რომ მშობელი უფრო დაუახლოვდეს ბავშვს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ჩემი სადამრიგებლო კლასის ყველა მშობელი იცნობს ამ კრებულს და რამოდენიმე აქტივობაც წარმატებით განახორციელეს.
     დასკვნა :  მიმაჩნია,  რომ  ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში სწორად დაგეგმილი აქტივობების საშუალებით   მოგვარდა დაწყებით საფეხურზე არსებული პრობლემები. მშობლებმა შეცვალეს მათი  სკოლისადმი დამოკიდებულებები. ისწავლეს მოსწავლეებთან  და საგაკვეთილო მასალასთან ურთიერთობა,შეძლეს  ერთმანეთში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
ბავშვი როდესაც პირველად მიდის სკოლაში ოჯახში ყველაფერი იცვლება-- ჩვეული რეჟიმი, განრიგი და რაც მთავარია ბავშვისადმი დამოკიდებულება. ამ რეჟიმში  ის მომავალი 12 წლის განმავლობაში  იქნება, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად დაიტვირთება. ამიტომ ვფიქრობ ,რომ სკოლისა და მშობლის  თანამშრომლობა, ყოველ მომდევნო სასწავლო წელს  უფრო და უფრო აქტიურად უნდა  ვითარდებოდეს.
 ნაშრომო შედგება VII თავისაგან;  I თავში განხილულია საკვლევი საკითხი  II თავში პრაქტიკული კვლევის არსი;    III  თავში ლიტერატურის მიმოხილვა;     IV თავში მეთოდოლოგია;   V თავში  ---  ინტერვენციის დაგეგმვა და მისი შედეგბი ;  VI  თავში  ---  მიგნებები, რეკომენდაციები , კვლევის ნაკლოვანებები;    VII  თავში დასკვნა და  ბიბლიოგრაფია.


თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები : მშობელთა ჩართულობა, ოჯახი, თანამშრომლობა, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, წიგნიერება.
1.1  მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ.
 სსიპ ქრისტეფორე III –ის სახელობის   ხაშურს მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 21 სერთიფიცირებულია. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და გარეთა ეზო.. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე კვლევა, არის დაწყებითი საფეხური, კვლევა განხორციელდა 20 მოსწავლეს  და მათ მშობლებს შორის  2015-2017 სასწავლო წლების განმავლობში.


1.2    საკვლევი საკიხის აქტუალობა
   2015 წელს პირველად მიწევდა  პირველი კლასის დამრიგებლობა. საჭირო იყო ახალ კლასს განახლებული  იდეებით შევხვედროდი. ვითვალისწინებდი იმასაც, რომ პირველ კლასიდან ხდება მოსწავლის ფორმირება, სოციალიზაცია და მისი სასკოლო პოზიტიური ან ნეგატიური  განწყობის ჩამოყალიბება. საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, იმისათვის რომ პირველკლასელობასთან და სასკოლო ცხოვრებასთან მოსწავლის შეგუება მომხდარიყო უმტკივნეულოდ. ვინ დამეხმარებოდა  ამ პრობლემის  უკეთ მოგვარებაში, თუ არა თვით ჩემი მოსწავლეების მშობლები. ამიტომაც,კვლევის მთავარ გამოწვევად სასკოლო ცხოვრებასა და მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად,  ავირჩიე მშობელთა ჩართულობა.
მოსწავლეთა მშობლებისათვის წლის დასაწყისშივე შევიმუშავე აქტივობები, მეთოდოლოგია, რომელიც კვლევის წარმატებით მიმდინარეობისათვის დამჭირდებოდა. საჭიროების შემთხვევაში, კი რა თქმა უნდა, გეგმიდან გადახვევაც მიწევდა.
კვლევის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ მშობელთა ჩართულობით, პატარ-პატარა, სავალდებულო თუ დამატებითი აქტივობებით  ,, მოსწავლეთა აკადემიური“ უნარები განმევითარებინა. მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ ამ ორი ურთიერთპარალელური და ურთიერთგადამკვეთ საკითხებზე მუშაობის პროცესი, სწავლების პირველივე საფეხურიდან  დამეწყო, ყველა მშობლისთვის ჩამომეყალიბებინა   თანამშრომლობის ჩვევა,სკოლის  მიკუთნებულობისა და სასკოლო ცხოვრების თანაგანცდა, რომელიც  სასკოლო წლების განმავლობაში უფრო უნდა  განვითარდეს და გაძლიერდეს. 

1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ერთ -ერთ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, მშობლის გამოუცდელობით გამოწვეული შიში ან არასწორი შეხედულებები სკოლის , მასწავლებლების  შესახებ, რაც განსაზღვრავს მოსწავლის წინასასკოლო მზაობას.
კვლევები და საზოგადოებაში არსებული მოსაზრებები   ამტკიცებენ, რომ პირველი კლასის მშობლები, გამოუცდელობით ან ძველი სასკოლო სისტემიდან გადმოყოლილი მცდარი შეხედულებების გამო, უშვებენ შეცდომებს შვილების სასკოლო მომზადებისა და მოვალეობების გაცნობიერების ეტაპზე. ზემოთ აღნიშნული პრობლემა იწვევს იმას, რომ ზოგჯერ ბავშვისთვის სკოლა სატანჯველი უფროა, ვიდრე ადგილი სადაც სიყვარულით ელიან.
პრობლემაა ის, რომ ზოჯერ მშობლებმა არ იციან, როგორ მოაგვარონ  ის გამოწვევები,     რომლებსაც სწავლის პროცესში აწყდებიან. არის შემთხვევები, რომ მშობლებს  ურჩევნიათ თვითონ  ამოუხსნან  ან  თავი აარიდონ შვილების გაუგბარ დავალებებს, ისე რომ, ვერ გააცნობიერონ ,, დათვური სამსახურის“ შედეგები, რომელი შედეგებიც პირდაპიპროპორციულად აღიბეჭდება მოსწავლის  თვითშეფასების  დაბალ  კოეფიციენტზე.

კვლევის მიზანი და ამოცანები
    კოლეგების  უკუკავშირი
ინტერვენციის  დაწყებამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს  რამდენჯერმე გავესაუბრე ამ პრობლემასთან დაკავშირებით; გაზიარების და უკუკავშირის დროს მათი მხრიდან  გამოიკვეთა შემდეგი  გასათვალისწინებელი საკითხები:
§  მოსწავლეები პირველი კლასისი განმავლობაში არიან შედარებით უფრო მგრძნობიარენი, უჭირთ სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია, განიცდიან სხვა რეჟიმში ცხოვრებას, ახასიათებთ ძილის დარღვევით გამოწვეული უსიამოვნებები, ზოგჯერ უჭირთ ქცევის წესების დაცვა, მალე იღლებიან, ...
§  თუკი  მოსწავლე   წარმატებით დასძლევს დაწყებითი საფეხურის    პრობლემებს , მომდევნო კლასებში  იგი უკვე ადვილად შეეგუება   სასკოლო რუტინას.
§  უნდა დავნერგო  მშობლისა და მოსწავლის ინტერესზე მორგებული ისეთი მეთოდები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების ხარისხს.
1.4.  კვლევის მიზანი
 კოლეგებთან გასაუბრების შემდეგ  ჩამოვაყალიბე ჩემ მიერ წარმოებული კვლევის მიზნები: --
Ø  მშობლების გამოკითხვის საშუალებით შევისწავლო მოსწავლეთა ინტერესები, ემოციები, პრობლემები, ძლიერი და სუსტი მხარეები.სასკოლო მზაობა და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე დავგეგმო ისეთი საგაკვეთილო აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დააახლოვებს ერთმანეთთან, სასკოლო ცხოვრებასთან და მშობელთან.
Ø  ვიზრუნო დავეხმარო ისეთ მშობლებს ,რომლებიც ,, დათვურ სამსახურს“ უწევენ შვილებს-- თვითონ ასრულებენ დავალებებს, ან არასწორად უგეგმავენ სკოლისშემდგომ აქტივობებს და დროს .-- ბევრ დამატებით დავალებებს აძლევენ ,  გვიან ამეცადინებენ  და სხვა; მოსწავლეს ამით ეკარგება მოტივაცია.
Ø  დავარწმუნო მშობლები, რომ თითოეული  ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მათი შვილების წიგნიერების დონის  ასამაღლებლად,  და იმ პრობლემების მოსაგვარებლად , რაც სასწავლო ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლინდება.

Ø  დავარწმუნო მოსწავლე,  რომ  ნასწავლი , გაგონილი თუ წაკითხული  მასალის საჭიროებისამებრ გამოყენება მისი ძლიერი და პრიორიტეტული მხარეა. ვასწავლო ამ  სააზროვნო უნარების  მართვა და ლექსიკური მასალის  აქტუალიზაცია.





1.5               კვლევის ამოცნა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
v  როგორ შევაყვარო სკოლა? შესასწავლი საგანი / საგნები?
v  როგორ შევასწავლო უმტკივნეულოდ  მოსწავლის უფლება- მოვალეობები და ვალდებულები?
v  როგორ ჩამოვაყალიბო სოციალური უნარების მატარებელ პიოვნებად?
v  როგორ ვისწავლოთ წარმატებით გამოწვეული ემოციების მართვა?
v  როგორ გავხდეთ კარგი ,,მკითხველნი“ ანუ რა სარგებელი მოაქვს საკლასო ბიბიოთეკის გაცნობას?
v  როგორ ვასწავლო წაკითხული ზღაპრის, იგავის თუ ლექსის  მიხედვით შეადგინოს პატარა ისტორიები, გახდეს ,,მწერალი“.
v  რა როლს ითამაშებს მშობლს ჩართულობა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში?
v  რა უპირატესობა აქვს მშობლის თანამონაწილეობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას?
v  რა განაპირობებს წინსვლას?


თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი

საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე  წამოვაყენე საკვლევი პრობლემა , რომელიც მიზნად ისახავდა მშობლისა და სკოლის თანამშრომლობას, უფლება-მოვალეობების, ვალდებულებების  , გამოცდილებების გაცნობა-გაზიარებას, სასწავლო პროცესის წარმატებაზე ორიენტირებულ  აქტივობებში მონაწილეობას.მშობლის როლს მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის  ამაღლებაში.
მშობლები გავაერთიანე ძირითადი საკითხის ირგვლივ ,, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“ ,,როგორ ვუბიძგოთ მათ   საკითხავ მასალაში გაცნობილი მეგობრების შესახებ მსჯელობისაკენ“ . „როგორ ვისწავლოთ გაუგებარ  ახალ მასალაზე ფიქრი , მსჯელობა  და ქცევა  ჩვენ შვილებთან ერთად.“
 მშობლებმა შეხვედრებზე გადაწყვიტეს ,  სურვილისამებრ , კლასის ბიბლიოთეკისათვის ეჩუქებინათ, მოსწავლის ასაკის შესაბამისი წიგნები, რომელ წიგნებიდანაც მოსწავლეები სასურველს წასაკითხად  წაიღებდნენ  სახლში,  სადაც მათ ამ აქტივობის მიზანში  ჩართული მშობელი ან ოჯახის წევრი ელოდებოდა.
საჭიროების შემთხვევაში მშობელი უნდა დახმარებოდა ან დაესვა დამაზუსტებელი შეკითხვები.წაკითხული კლასგარეშე  საკითხავი ლიტერატურის შესახებ მსჯელობა  ხდებოდა გაკვეთილზე, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ დროზე , როცა  მოსწავლეს  სურდა ან მზად იყო პრეზენტაცისათვის. დაკვირვებამ აჩვენა,  რომ  ზოგიერთ მოსწავლეს:
ა) ის უფრო მოსწონდა  ბიბლიოთეკიდან წიგნი რომ ინათხოვრა;
ბ) მხოლოდ ნახატებს ათვალიერებდა;
გ)  დასრულება ვერ შეძლო;
დ) წაიკითხა მაგრამ ფრაგმენტულად იხსენებს ან ვერ იხსენებს;
ე ) წაიკითხა და დედას მიმართა ზოგიერთი სიტყვის გასანმარტად.
     მოცემული აქტივობის შედეგებს ვინიშნავდი დაკვირვების დღიურში .
მშობელთა მორიგ შეხვედრებზე  მშობლები დაბნეულები , ცოტათი დარცხვენილები და ზოგჯერ იუმორით აღსავსენი  აკეთებდნენ საკითხავი მასალის ირგვლივ მოსხენებას, ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას და რაც მთავარია სწავლობდნენ  პრობლემის გულწრფელად  აღიარებას,ერთობლივ გადაწყვეტილების მიღებას.
ერთ შეხვედრაზე მშობლებს  ვთხოვე  მოლაპარაკება გაემართათ ბებიებთან , რომლებსაც ვიწვევდი გაკვეთილზე. მათ ევალებოდათ მოემზადებინათ ერთი რომელიმე თავიანთი ბავშვობისდროინდელი   ზღაპარი და ზღაპრის დასრულების შემდეგ, ეპასუხათ  მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე . 
ამ დაგეგმილმა აქტივობამ   მიზანს მიაღწია , საკოლო ცხოვრებაში შემოვიდნენ ახალი პირები, დაიმსხვრა სტერეოტიპი, თითქოს მხოლოდ დედები იყვნენ ვალდებულები სასკოლო ცხოვრებაზე პასუხისმგებლობისა, უკვე ბებიებს მამები აცილებდნენ სკოლამდე და სკოლიდან წასაყვანადაც ელოდებოდნენ. ზოგიერთ ბებოს უჭირდა გადაადგილება , მაგრამ შვილიშვილის  გულის გასახარად  სიხარულით  თანხმდებოდნენ  მონაწილეობას.
 რაც  შეეხებათ მოსწავლეებს, ძალიან სიამოვნებდათ ბებოები გაკვეთილზე და უკვე თვითონაც ჩაერთვნენ ბებოს მოსამზადებელ ზღაპრების არჩევანში.
 მიზანი მიღწეულია, მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში, ზრუნავს შესასრულებელ დავალებებზე, მის ხარისხზე, გამოხატავს ცოდნის შეძენის სურვილს არა მარტო იმას ცდილობს რომ  ზღაპრები მოისმინოს, არამედ   სწავლობს კითხვის დასმას  და ოჯახის წევრებისგანაც მოითხოვს აქტიურ ჩართულობას.







თავი III
ლიტერეტურის მიმოხილვა
                  მშობლების  აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ამდიდრებს სკოლის კულტურას, რაც დადებითად აისახება მისი დემოკრატიულობის ხარისხზე. ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თავად მოსწავლეებისთვისაც, მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით. ამდენად, სკოლა  თავად უნდა იყოს დაინტერესებული მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, რაც მნიშვნელოვან წილად მისი წარმატების  განმსაზღვრელი იქნება.
   საქართველოს განათლების მინისრტის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. გამოკვლევების თანახმად, რაც  უფრო  მეტადაა  ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, ესაუბრება მას განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მას სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების გადალახვაში, მით უფრო მკვეთრად იზრდება  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება სკოლაში. იზრდება მოსწავლის მოტივაცია, ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, იზრდება სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი, სკოლისა და მასწავლებლის ავტორიტეტი,"- აღნიშნა გოგლიჩიძემ.


დღევანდელი გადასახედიდან, მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მშობელთა კრებას მოიაზრებს, რომელიც ხშირად ან არ იმართება, ან მშობლის მოუცლელობა ხდება არდასწრების მიზეზი. ამგვარად, მშობელთა კრება ვერ უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების თაობაზე.
დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ , მშობელი თითქოს შორდება სკოლას. შესაბამისად თანდათანობით თავს იჩენს მოსწავლეთა დაბლი აკადემიური მიღწევები და  სკოლის შინაგანაწესისი  უხეში დარღვევები. ამიტომაც დავისახე მიზნად მშობლებს თავიდანვე ჩამოუყალიბდეთ სკოლისდმი მიკუთვნებულობის ჩვევა.
  ამრიგად, თუკი მშობელი განიცდის  მისი შვილის მიერ სასკოლო წარმატებას ან წარუმატებლობას, თუკი  ცდილობს პრობლემის მოგვრებას სკოლასთან თანამშრომლობით, ეს  დადებითად დაუკავშირდება მოსწავლის მოტივაციას.



თავი    
IV   მეთოდოლოგია
 კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების სანდოობისათვის  , საკვლევი მასალის  სიღრმსეული შესწავლისა და რაოდენობრივი გავრცელების შესამოწმებლად გამოვიყენე  კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი  მეთოდები.
თვისობრივი მეთოდებიდან გამოვიყენე:
 დაკვირვება--  ვაკვირდებოდი  აუმჯობესებდა  თუ არა მოსწავლე ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის დროს   წაკითხული , ნასწავლი მასალის  სწორად გამოყენების უნარებს;  შეცვალეს თუ არა  მშობლებმა  ქცევა და სწავლებისადმი  დამოკიდებულება. უკვე თვითონვე ითხოვენ თუ არა  მათთვის პრობლემატური საკითხის ახსნას, ჯგუფში გაზიარებას.  ვაკვირდებოდი საკუთარ  თავსაც თუ როგორი შედეგი მქონდა და რა უნდა გამომესწორებინა.                           
დიალოგის  დახმარებით  ინდივიდუალურად  ვსუბრობდი მშობელთან / მოსწავლესთან. ვმსჯელობდით დაკვირვების დროს აღმოჩენილ  უარყოფით ფაქტებზე.  მაგალითად როგორიცაა   მოსწავლის სისტემეტიური გაცდენები, გაკვეთილის ან დავალების მოუმზადებლობა, სახალისო აქტივობების მიმართ უინტერესობა, ჰიგიენასთან არსებული პრობლემების მიზეზები, სკოლისადმი ინდიფერენტულობა.


რაოდენობრივი დაკვირვება / ანკეტირება
 ანკეტირება დამეხმარა რაოდენობრივად განმესაზღვრა საკვლევი საკითხის მნიშვნელოვანი ინფორმაცია , მშობლებისა და მოსწავლეების აზრების , შეხედულებების რაოდენობრივი მახასიათებელი, რომლებიც  კვლევის შემდგომი ეტაპს ლაითმოტივად გასდევდა.    ანკეტირების შედეგები მოცემულია ქვემოთ ცხრილებისა და დიაგრამების სახით. (გვ 15-18 )
სამიზნე ჯგუფი
·          მასწავლებელი ,მოსწავლეები და მათი მშობლები .


თავი V
ჩარევის  / ინტერვენციის დაგეგმვა.
 შედეგებზე დაკვირვებისა და გაანალიზების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
n  მოსწავლეები ავსებდნენ თვითშეფასებისა და ჯგუფური შეფასების კითხვარებს .
n   დიალოგისა და ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით მშობლებისაგან ვაგროვებდი ინფორმაციას საშინაო დავალებაზე  მუშაობის  პროცესში გამოვლენილ სუსტ და ძლიერ მხარეებზე.მათი ჩარევის ხარისხზე .
n  ტარდებოდა ჯგუფური მუშაობები, ვკითხულობდით და ვაფასებდით მოსწავლის შექმნილ ,, მწერლის  რვეულს“ ან ჯგუფების მიერ დამუშავებულ პატარა მოთხრობას. ვაანალიზებდით მათ დასკვნებსა და განვითარებულ სიუჟეტს.
n  წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სხვებს და უხსნიდნენ დავალების ინსტრუქციებსა და შინაარსს.
n   მეორე კალსის ბოლოს , კვლევის დასრულების შედეგების შეფასების მიზნით ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა.


  მონაცემთა შეგროვების თვისებრივი  და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მშობლების მასწავლებელთან თანამშრომლობის მოტივაცია არის მაღალი, ყველამ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობაზე. თუმცა  ინტერვენციის ეტაპებზე  ზოგიერთი მშობლის მხრიდან გამოვლინდა უხეში დარღვევები; კერძოდ ისინი ,,დათვურ სამსახურსუწევდნენ შვილებს, მათ ნაცვლად აკეთებდნენ საშინაო დავალებებს, ან მოსწავლის  საკითხისადმი უინტერესობას მტკივნეულად განიცდიდნენ , რაც თრგუნავდა მოსწავლეს და ემოციურად ზემოქმედებდა მის წარმატებებზე. ამ საკითხის მოგვარება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა თუმცა ეს ლოდინი ამად ღირდა.  ჩემ მიერ შემუშავებული მეთოდებითა და სტრატეგიებით მშობლებმა გაიაზრეს მათი როლი  სასწავლო - საგაკვეთილო პროცესში ,კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურისა და უხმო ანიმაციის მოკლე ისტორიის შექმნის დროს, მიეჩვივნენ იმას რომ ზემოთხსენებული აქტივობები მიზნად ისახავდა  დავალების  ირგვლივ ოჯახის გაერთიანებას და არა მშობელთა ნააზრევის საკლასო კონკურსს.
  ბუკების საშუალებით გაკვეთილები  უფრო მრავალფეროვნი და საინტერესო იყო,  სხვადასხვა საგაკვეთილო სტრატეგიების გამოყენება კი ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული მიზნების მიღწევას მიადვილებდა.
 მთელი ამ ორწლიანი კვლევის ეტაპებზე  ტარდებოდ მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვები, რომელთა სტრუქტურა და ძირითადი  შედეგები მოცემულია ქვემოთმოცემულ  დიაგრამებზე. (გვ.15 – 18 )
 ინტერვენციის ეტაპზე თანამშრომობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები, რომლებიც მოსწავლეებისა და მშობლების გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში დამეხმარებოდა. სწავლების თანამშრომლობითი სტრატეგიები მოიცავს  წყვილებსა და ჯგუფებში მეტ მუშაობას, მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის გმოყენებას , თამაშებს და სხვა.

ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი
  ინტერვენციის განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო მთელ კლასში. დაკვირვებებმა და გამოკითხვებმა გამოკვეთეს სასწავლო და კლასგარეშე საკითხავი მასალისაკენ   მიდრეკილი ბავშვები, რომლეთათვისაც კითხვა და მასზე მსჯელობა სასიამოვნო და სახალისოა. აგრეთვე მოსწავლეთა ჯგუფურმა მუშაობამ   გამოაჩინა წევრებს შორის დამყარბული კოლაბორციული, წარმატებისათვის საჭირო დახმარების გაწევის და შესასრულებელი მასალის ზუსტად გადანაწილების უნარები .
ჯგუფის ყველა წევრმა იცოდა რომ ფასდებოდა თითოეული მათგანის აქტიურობა, ამიტომაც  ყველა  გრძნობდა  პასუხისმგებლობას და საჭიროების შემთხვევაში მეგობარს სთხოვდა დახმარებას. აქტივობის დამთავრების შემდეგ დაგროვებული  ვარსკვლავების ან ღიმილების  მიხედვით , განვიხილავდით ჯგუფის წარმატებებისა და წარუმატებლობის  მიზეზებს.
მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდა. მათ შედეგებს ვინიშნავდი რვეულში.       
   მონაცემებმა აჩვენეს რომ  მშობლებმა სკოლის, სასწავლო დავალებების და შვილებისადმი დამოკიდებულება აშკარად შეცვალეს ,ვიდრე ეს იყო პირველ კლასში; მათი შვილებიც უფრო გახსნილები, თავისუფლები, მოტივირებულები გახდნენ.

   ინტერვენციებმა  აჩვენეს რომ  მეორე კლასში  მოსწავლეებმა  სკოლის, სასწავლო დავალებების და გაკვეთილებისადმი დამოკიდებულება აშკარად შეცვალეს ,ვიდრე ეს იყო პირველ კლასში; ისინი  უფრო გახსნილები, თავისუფლები, მოტივირებულები გახდნენ.
ხოლო  მშობლებმა უფრო გაათვითცნობიერეს თავიანთი მოვალეობები   და აღნიშნეს, რომ ისურვებენ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას.
მოსწავლეები    გულმოდგინებით აფიქსირებდნენ აზრებს და სამომავლო გეგმებს.     კითხვაზე მსწონდათ თუ არა  ანიმაციური ტიპის დავალებები ,იყო თუ არა თანამშრომლობა წარმატებული,  მოეწონათ თუ არა სახალისო დავალებების შესრულების პროცესი  ყველამ უპასუხა დადებითად.
დაკვირვებებითა და მოსწავლეების გამოკითხით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით, ჯგუფური  თუ ინდივიდუალური მუშაობით, ურთიერთ და თვითშეფასებებით სასწავლო პროცესისის წარმართვამ საგრძნობლად აამაღლა მოსწავლეთა სასკოლო მოტივაცია.  ყველა ყურადღებით უსმენდა ერთმანეთს ,  რჩევებს , შეფასებებს . წლის დასაწყისშივე შექმნილი ჯგუფის წევრები გაერთიანდნენ და ისწავლეს  ურთიერთდახმარებითა და თანამშრომლობით მიღწეული წარმატებების  მნიშვნელობა. ჩამოუყალიბდათ ჩვევა დახმარებოდნენ ჯგუფურ მუშაობაში ნაკლებად ჩართულ მოსწავლეს და  ერთად  მიეღწიათ წარმატებებისათვის .
 ( ,,ერთი ყველასათვის- ყველა ერთისათვის“)
     პირველი კლასის მეორე სემესტრის  მოსწავლეთა გამოკითხვამ გვიჩვენა რომ, 20 მოსწავლიდან
n  89 % ადვილად იგებს დავალების ინსტრუქციებს, ხოლო 11% სჭირდება დახმარება.
n  წაკითხულ  პატარა ტექსტს ადვილად იგებს 80 %,  დიდ ტექსტს  კი ---20%.
n  არჩეული საკითხავი მასალა არ აღმოჩნდა საინტერესო 37 %
n  წიგნებს ირჩევს ილუსტრაციების მიხედვით მოსწავლეთა 70%.
n  არჩეული საკითხავი მასალა ვერ გაიგო მოსწავლეთა 20 %
n  მშობელთან ერთად  ასრულებს დავალებებს   59 %
 ჯგუფური მუშაობის დაკვირვებით მიღებული შედეგი:
n  იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს 93 %
n  ეხმარება სხვებს მუშაობაში 89 %
n  სხვებისგან ითხოვს დახმარებას 11 %
     მეორე კლასის ბოლოს კი  მაჩვენებლები შეიცვალა,მშობელთა სწორი  დახმარებით მოსწავლეთა აკადემიური ხარისხი და წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები  გაუმჯობესდა.

შემაჯამებელი კითხვარი        
   მშობელთა  და მოსწავლეთა შემაჯამებელი კთხვარის  ძირითადი შედეგები მოცემულია    დიაგრამა გვ. 17.


დიაგრამები და ცხრილები
კვლევის განხორციელების ვადები
#
 პირველი კლასის პირველი სემესტრი2015
პირველი კლასის მეორე სემესტრი2016
მაისი
მეორე კლასისი პირვეი სემესტრი 2016
დეკემბერი
მეორე კლასის მეორე სემესტრი
2017
მაისი
ივნისი
მშობელთა პირველი გამოკითხვა

X



X


X



X
 მოსწავლეთა დაკვირვება

X

X

X

X

X

X

X

X
მშობელთა შეხვედრები

X

X

X

X

X

X

X

X
დაგეგმილი აქტივობების განხორციელება

X

X

X

X

X

X

X

X
 მოსწავლეთა  ნამუშევრების გამოფენა




X


X


X
მოსწავლეთა გამოკითხვა

X

X



X







X
მშობელთა გამოკითხვა

X

X






X
ინტერვენციის შედეგების ანალიზი


X

X


X
პრეზენტაცია კოლეგებთან და შედეგების გაცნობა







X
ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითად აქტივობების გამოკითხვის შედეგები. 20 მოსწავლე , 20 მშობელი
აქტივობის დასახელება
მოსწავლეთა რაოდენობა
მშობელთა რაოდენობა
მოგეწონათ?
დიახ
არა
დიახ
არა
ჯგუფური / წყვილებში მუშაობა

20

20

წიგნებთან დამეგობრება
20



ბუკებით მუშაობა
20



მეგობრის  შეფასება
20



გაზიარებული შეხვედრები


20

მშობელთა ჩართულობა
20

20


გამოკითხვებმა ცხადყო მოსწავლთა მაღალი მოტივაციისა და ჩართულობის დონე. ისინი ხალისით და დიდი მონდომებით ერთობოდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებით გამდიდრებულ გაკვეთილებზე.

მეორე კლასის ბოლოს გამოკითხული მოსწავლეები.

მოსწავლეებისათვის ყველაზე საინტერესო აქტივობები



კვლევის დასაწყისში  მშობელთა პირველადი გამოკითხვის შედეგები



მშობლის ჩართულობით  მშობელთა ქცევების ცვლილებების შედეგები.


. მეორე კლასის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კი ასეთია:
n  მშობლებმა გაიუმჯობესეს  დაწყებითი სწავლების  საფეხურზე საჭირო უნარ-ჩვევები.
n  შეხვედრების დროს ურთიერთთანამშრომლობით და გამოცდილების გაზიარებით შეცვალეს მოსწავლეებთან დამოკიდებულება.
n  უფრო მეტად ჩაებნენ სასკოლო ცხოვრებაში და მოეხსნათ კომპლექსები.
n  ერთმანეთს უფრო დაუმეგობრდნენ და ერთი საქმისთვის გაერთიანდნენ.
n  მოსწავლთა აუმაღლდათ მოტივაციისა და ჩართულობის დონე. ისინი ხალისით და დიდი მონდომებით ერთობოდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებით გამდიდრებულ გაკვეთილებზე.
თავი VI
მიგნებები, რეკომენდაციები, კვლების ნაკლოვანებები
.
კვლევამ გამოკვეთა მშობლების ინდივიდუალური ან ჯგუფური გასაუბრებების აუცილებლობები.მშობელთა ქცევებზე დაკვირვებით , ვატარებდი ,,მინი -ტრენინგებს“, რომელზეც განვმარტავდი მათ  თითოეულ შეცდომას თუ წარმატებებს, ზგჯერ კი  მშობლის სურვილიდან გამომდინარე ზოგიერთ  ფაქტებს  შეხვედრებზე განვიხილავდი . ვმსჯელობდით და გამოცდილებებს ვუზიარებდით. ამ კვლევის ფარგლებში გავეცანი ძალიან ბევრ საინტერესო ლიტერატურას.
პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა პრობლემებმა. ეს შეიძლება იყოს მშობელთა მოტივაციის დაბალი დონე, მოუცლელობა, სტერეოტიპული შეხედულებები და ის დიდი კედელი, რაც წლების მანძილზე არსებობს სკოლასა და მშობლებს შორის.
ვურჩევ ყველა საფეხურის მასწავლებელს აუცილებლად ჩართონ მშობლები სასწავლო - საგაკვეთილო სფეროში.



თავი  VII
დასკვნა 
.    ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა ვთვლი, რომ წარმატებით მიმდინარეობდა ორივე  წლის განმავლობაში.  მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობით  დავძლიეთ  სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა, გავაუმჯობესეთ  სასწავლო აკადემიური ხარისხი.
მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, გაიაზრეს რომ სკოლა ის ადგილია სადაც სიხარულით ელიან და ზრუნავენ მის განვითარებაზე; და რაც მთავარია  მშობლებთან ერთად დაგეგმილმა  სხვადასხვა  აქტივობებმა  მათში XXI საუკუნის მნიშვნელოვანი უნრები განავითარა , რაც მომვალში წიგნიერების განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.
 კვლევამ  აჩვენა , რომ  მშობელთა ჩართულობა ეფექტურია, მივიღეთ  მრავალი სასაგებლო  შედეგი, როგორიცაა : სწავლებისადმი განსხვავებული პასუხიბმგებლობა, მოტივაციის გაუმჯობესება;მოსწავლეთა კარგი ყოფაქცევა; მშობლების ნდობის ამაღლება სკოლისა და სწავლებისადმი.
 მეგობრული ატმოსფერო, მშობლების ქცევაში ცვლილებები, გამოცდილების გაზიარება, მოსწავლის სასწავლო პროცესში სწორი მიმართულებით ჩარევა, ბავშვს უფრო მოტივირებულს, თვითდაჯერებულს, საკუთარი თავისადმი უფრო მომთხოვნს  ხდის, და შემეცნებითი უნარების განვითარებისკენ მზარდი იმპულსებით აახლოვებს წარმატებასთან.


ბიბლიოგრაფია

1.                  ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.         ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281

3.         გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201

4.         ზურაბიშვილი . „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშისოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 . http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173

5.         წულაძე . „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშითბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
7.         www.Kargiskola.ge
მადლობას ვუხდი კვლევაში მონაწილეებს და ჩემ მიერ გამოყენებული ლიტერატურის ავტორებს.
   დანართი




















No comments:

Post a Comment