პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი -- რა ზიანი მოაქვს ტყუილს?


პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო  გაკვეთილის რეფლექსია        07  06  2017 წ.
   სიის ამოკითხვის შემდეგ ,  სლაიდ შოუში  წავიკითხეთ   შესწავლილი ზღაპრების სურათრებიანი  სათაურები.   ჩანაწერების  გასაკეთებლად ჯგუფებს დავურიგე  შესავსები სქემები  ,, ამბის რუკა “, რომლებზეც სათაურის ზოლში  მითითებული მქონდა შესწავლილი ოთხივე ზღაპრის დასახელება.
რომ გამომერკვია რომელ გუნდს რომელ ზღაპარზე მოუწევდა მუშაობა, ,,იდუმალი ჩანთიდან “ თანდათანობით ვიღებდი ზღაპრებში ნახსენებ თითო -თითო  კონკრეტულ დეტალს. ჯგუფები ხელის აწევით ადასტურებდნენ მათ კუთვნილ   საგანს  და ასახელებდნენ ზღაპარს. მოკლედ მიმოვიხილეთ თითოეული სიუჟეტი.
I   ჯგუფი მუშაობდა  ----   ,,მელა და დათვი“
II  ჯგუფი    --    ,,მელია და ჩიტი “
III  ჯგუფი  --   „მელია და მწყერჩიტა“
IV  ჯგუფი   --,, მელიის ოინები“
     ჯგუფებმა გამოკვეთეს  პრობლემა, იმსჯელეს  გამომწვევ მიზეზებზე,  და შეჯამების ფაზაზე  ერთობლივად შეიმუშავეს გადაჭრის გზები , წითელ და მწვანე  ფურცლებზე დააწებეს  კომიქსი -- ზღაპრის გმირები.   შესასრულებელი დავალება გულისხმობდა მელიის ანუ მატყუარას ადგილის განსაზღვრას   ზღაპრის გმირებს შორის.
მწვანე ფერი  ---  მელია გამოსწორდა და ყავს ბევრი მეგობარი.
წითელი ფერი  ----  მელია არ გამოსწორდა და დარჩა უმეგობროდ.
გაკვეთილი წარიმართა გგმის მიხედვით.
ძლიერი მხარე იყო ის რომ ,ყველა ბავშვი იყო ჩართული, ადვილად შეძლეს პრობლემის გამოკვეთაც და გადაჭრაც, ადეკვატურად რეაგირებდნენ მასწავლებლის მითითებებზე.
სუსტი მხარე --   ბავშვების აქტიურობიდან გამომდინარე ვთვლი უმჯობესი იქნებოდა თუკი  ამ პრობლემას  დავუთმობდი ორ გაკვეთილს.

გაკვეთილის ამსახველი სურათები .







No comments:

Post a Comment