პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი -- რა ზიანი მოაქვს ტყუილს?


პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო  გაკვეთილის რეფლექსია        07  06  2017 წ.
   სიის ამოკითხვის შემდეგ ,  სლაიდ შოუში  წავიკითხეთ   შესწავლილი ზღაპრების სურათრებიანი  სათაურები.   ჩანაწერების  გასაკეთებლად ჯგუფებს დავურიგე  შესავსები სქემები  ,, ამბის რუკა “, რომლებზეც სათაურის ზოლში  მითითებული მქონდა შესწავლილი ოთხივე ზღაპრის დასახელება.
რომ გამომერკვია რომელ გუნდს რომელ ზღაპარზე მოუწევდა მუშაობა, ,,იდუმალი ჩანთიდან “ თანდათანობით ვიღებდი ზღაპრებში ნახსენებ თითო -თითო  კონკრეტულ დეტალს. ჯგუფები ხელის აწევით ადასტურებდნენ მათ კუთვნილ   საგანს  და ასახელებდნენ ზღაპარს. მოკლედ მიმოვიხილეთ თითოეული სიუჟეტი.
I   ჯგუფი მუშაობდა  ----   ,,მელა და დათვი“
II  ჯგუფი    --    ,,მელია და ჩიტი “
III  ჯგუფი  --   „მელია და მწყერჩიტა“
IV  ჯგუფი   --,, მელიის ოინები“
     ჯგუფებმა გამოკვეთეს  პრობლემა, იმსჯელეს  გამომწვევ მიზეზებზე,  და შეჯამების ფაზაზე  ერთობლივად შეიმუშავეს გადაჭრის გზები , წითელ და მწვანე  ფურცლებზე დააწებეს  კომიქსი -- ზღაპრის გმირები.   შესასრულებელი დავალება გულისხმობდა მელიის ანუ მატყუარას ადგილის განსაზღვრას   ზღაპრის გმირებს შორის.
მწვანე ფერი  ---  მელია გამოსწორდა და ყავს ბევრი მეგობარი.
წითელი ფერი  ----  მელია არ გამოსწორდა და დარჩა უმეგობროდ.
გაკვეთილი წარიმართა გგმის მიხედვით.
ძლიერი მხარე იყო ის რომ ,ყველა ბავშვი იყო ჩართული, ადვილად შეძლეს პრობლემის გამოკვეთაც და გადაჭრაც, ადეკვატურად რეაგირებდნენ მასწავლებლის მითითებებზე.
სუსტი მხარე --   ბავშვების აქტიურობიდან გამომდინარე ვთვლი უმჯობესი იქნებოდა თუკი  ამ პრობლემას  დავუთმობდი ორ გაკვეთილს.

გაკვეთილის ამსახველი სურათები .







პრაქტიკის კვლევა -- როგორ ვიყენებთ ქართულში ნასწავლს ?


   სასწავლო წლის ბოლოსკენ, გადავწყვიტე შემემოწმებინა ნასწავლი ლექსიკური  საკითხების პრაქტიკული გამოყენების უნარ -ჩვევები. მოსწვლეებს შევთავაზე  სიტუციური ამოცანა, სადაც მათ ევალებოდათ    ნახატი   ფილმის უხმოდ    ნახვის შემდეგ პატარა ტექსტის შექმნა. აღმოჩნდა რომ რამოდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა სიუჟეტის საკუთარი თვალსაზრისით ამოცნობა-განვითარება. შევიმუშავე და დავგეგმე ისეთი სახალისო აქტივობები, რომლებიც დამეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში. დავსახე მიზნები, შევიმუშავე მეთოდები, დავაკომპლექტე ჯგუფები, მოვიზიე ინტერნეტ მასალები, გამოვიყენე ბუკები.

შექმნილი ნამუშევრები გავაცანით მშობლებს.

ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი



                          ,, რამ დააღონა ჭრიჭინა?"
    24 05 2017 წ მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულსა და ბუნებისმეტყველებაში. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, მივაღწიე გეგმით განსაზღვრულ მიზანს.




მსოფლიო ჩემპიონი


  ქართულში შევისწავლეთ გაკვეთილი ,, მსოფლიო ჩემპიონი" . სპორტის სახეობებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის უკეთ გაცნობის მიზნით , გადავწყვიტე გაკვეთილზე მომეწვია ჩვენი სკოლის სპორტში წარმატებული   მოსწავლეები . ჩემპიონებმა წარმოადგინეს თავიანთი მედლები, სიგელები , თასები. ისაუბრეს  იმ სპორტის შესახებ რომლებსაც მისდევდნენ. ჩემ პატარებს ასწავლეს რამოდენიმე ილეთი, ჩააცვეს სხვადასხვა ფორმები. მეორეკლასელებმა  ბევრი საინტერესო რამ გაიგეს , მოისმინეს და ისწავლეს.


დედის დღე 2017



 მოკრძალებულად , მაგრაგ დიდი სითბოთი და სიყვარულით მივულოცეთ დედებს დედის დღე.  ბავშვების   მიერ მოფიქრებულ  სხვადასხვა აქტივობებში  მოვაწყეთ დედების მხიარული შეჯიბრი  სახელწოდებით -  ,, იმარჯვებს სწრაფი " ყველამ ძალიან იხალისა.










                                             რა კარგია ზამთარი, მართლაც საამურია 




იდუმალი სანტა 2017


    მხიარული განწყობისთვის ვითამაშეთ იდუმალი სანტა. ყველას ძალიან მოეწონა საჩუქარი.



2016 წლის 15 სექტემბერი



                         სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით შევხვდით ახალ სასწავლო წელს განსხვავებული საკლასო-საგაკვეთილო  სტილით.
 

 



ექსკურსია ბორჯომში- მწვანე მონასტერი, პლატო

 




 


ექსკურსია ვარიანში 2016



                   დავათვალიერეთ  იაკობ გოგებაშვილის  სახლ-მუზეუმი





.









ანბანის გაცილება 2016





  ჩვენი მოკრძალებული საკლასო ღონისძიებით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადეთ ,,დედაენას" და შესწავლილ 33 ასო-ბგერას. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ლექსიც ბევრი ვთქვით.


    ბოლოს კი ყველა მოსწავლეს გადავეცი სიგელები სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის და დიპლომები კალიგრაფიის საკლასო კონკურსში გამარჯვებულებს ( სულ 5 წერა).

გილოცავთ ახალ 2016 წელს




                                       საახალწლო ღონისძიება მეტად მხიარული და სიხარულით აღსავსე გამოვიდა ყველასთვის განურჩევლად ასაკისა.  ლექსი , ლოცვა, კეთილი სურვილები გავუგზავნეთ დამდეგს. ვიმღერეთ  ელზა მასწავლებელთან ერთად და ვიცეკვეთ  ყველასთან ერთად.  დიდი ეკრანზე პროექტორით ვაჩვენეთ მხიარული საახალწლო სიმღერები და ცეკვები.














თუმაცა ჩვენი წინასაახალწლო გართობა ამით არ დამთავრებულა -- წინ ,, მიკი მაუსისი" გასართობი ცენტრი გველოდა.