გაკვეთილის თემა
|
როგორ ცვლის ადამიანი გარემოს?
|
საგანი
|
ბუნება
|
კლასი
|
II
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
24
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
ლოკალურ
გარემოზე არსებული ობიექტების დაკვირვება, გაცნობა.
·
ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დადებით და უარყოფით
ცვლილებებზე საუბარი.
·
მიმზიდველ და არა მიმზიდველ გარემოს ერთმანეთისაგან
გარჩევა-დასაბუთება, საკუთარი სურვილისამებრ გარემოს შეცვლაზე აზრის გამოხატვა.
|
მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები შესძლებენ შეადარონ
ძველი და ახალი საცხოვრებელი ტერიტორიები. იმსჯელებენ ადამიანის მიერ შეცვლილი გარემოს
დადებით და უარყოფით მხარეებზე.
გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდს გარემოს უფრო მიმზიდველად მოწყობისათვის.
მათ განუვითარდებათ კომუნიკაციის, კვლევის, შედარების, საკუთარი აზრის გამოხატვის,
თანამშრომლობის, გუნდური პასუხისმგებლობის,
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევა.
|
ე ს გ
|
ბუნება II.9.
-მოსწავლეს შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულებისგამოხატვა.
აკვირდება ლოკალურ გარემოს,საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ. სკოლის
და სახლის ეზოს მოვლა/გამწვანება) გამოწვეულ ცვლილებებზე. გამოთქვამს მოსაზრებას
სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახის გარემოს არსებობის მნიშვნელობა,
თავისუფლად შეძლიათ ბუკებით სარგებლობა
e-learning პროგრამის გამოყენებით.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
Aფაზა/გამოწვევა
აქტივობა
1, დრო -9წთ
მასწავლებელი სვამს კითხვებს განვლილი მასალიდან, აკითხებს საშინაო დავალების
გაუგებარ ნაწილებს და ახსნევინებს სხვა მოსწავლეს.
აქტივობა
2, დრო- 4
წთ
გონებრივი იერიშის გამოყენებით მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს გაიხსენონ
რა შეიცვალა სკოლის ან საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ; მოსწონთ თუ არა მათ ეს
ცვლილებები.
აქტივობა
3, დრო- 3
წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს
ჩართონ ბუკები. ჯგუფების მიხედვით მოსწავლეებს ბუკებში ეგზავნებათ word-ის ფაილი თბილისის,
ხაშურის და სურამის ძველი და ახალი ხედების სურათებით.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა
1, დრო - 15წთ
მასწავლებელი სთხოვს ჯგუფის თითოეულ წევრს ყურადღებით დააკვირდეს მიღებულ
სურათებს, გამოთქვას ვარაუდი, იმსჯელოს ცვლილებით გამოწვეულ დადებით და უარყოფით
მხარეებზე.შემდეგ
თითოეული ჯგუფიდან ერთი წევრი
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ პროექტორზე აჩვენებს ჯგუფის დასაკვირვებელ
და სამუშაო სურათებს, მსჯელობს მის შესახებ. მასწავლებელი კვლავ სარგებლობს კითხვა
-პასუხის რეჟიმით, მიმართავს კლასის სხვა მოსწავლეებსაც.
აქტივობა
2, დრო- 5წთ
ჯგუფებს ურიგდებათ ფორმატის ფურცლები,სადაც უნდა დახატონ რას შეცვლიდნენ
მათი სკოლის/სახლის ტერიტორიაზე. დასრულებულ ნახატებს აკრავენ კედელზე, აკეთებენ
პრეზენტაციას. მასწავლებელი კითხვების საშუალებით აზუსტებინებს დახატული
ნახატის თუ პიქტოგრამის არჩევანის მიზეზებს/საჭიროებებს.
C ფაზა/რეფლექსია, შეჯამება
აქტივობა
1, დრო- 7 წთ
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს T დიაგრამას და მოსწავლეებს სთხოვს ჩამოწერონ გარემოს ცვლილებით გამოწვეული
დადებითი და უარყოფითი შედეგები.
აქტივობა
2, დრო - 1 წთ
საშინაო დავალება: უფროსებისაგან მოიძიონ ინფორმაცია გარემო ცვლილებებზე
და დახატონ ბუკებში პროგრამა paint-ში. მოამზადონ
გაკვეთილი ,, როგორ ცვლის ადამიანი გარემოს“
აქტივობა 3,
დრო - 1 წთ
შეფასება
|
მოსწავლის ორგანიზება
|
ჯგუფური
|
რესურსი
|
პროექტორი, ნეტ-ბუქი, ფერადი ფანქრები, ფორმატის ფურცლები, დაფა, ცარცი,
სახელმძღვანელო _ ბუნება....
|
შეფასება
|
მასწავლებელი აკეთებსგანმავითარებელ შეფასებას: ყოჩაღ! ძალიან კარგი, მომწონს .....
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment