ამავე საზეიმო დღის გასალამაზებლად, მოსწავლეებმა დედებს გაუგზავნეს ვიდეო –ჩანაწერები, სადაც ისინი ლაპარაკობენ რას უსურვებენ მათ. ( დედებმა ძალიან იმხიარულეს, ბავშური ლოგიკის მოსმენა მეტად საინტერესო აღმოჩნდა)
გილოცავ ჩემო დედიკო
დედის დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებმა დაგეგმეს და 07–03–2013 მოაწყეს ღონისძიება, ყველა ცდილობდა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები და გაეხარებინა დედა.
საშობაო ზღაპარი
მოეწყო საახალწლო ღონისძიება –– საშობაო ზღაპარი. მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ თეატრალური დადგმის სცენებში და დიდი მონდომებით შეასრულეს თავიანთი როლები. დასაჩუქრდნენ ტკბილეულით. 20 12 2012
წერილები ფრანგ თანატოლებისაგან
ჩვენმა ფრანგმა თანატოლებმა გამოგვიგზავნეს საპასუხო წერილები, რომლებიც მასწავლებელმა გადმოგვცა. 2012–04–12
დღე 7
დღევანდელი დღე დავიწყე სახელმძღვანელოში არსებული განმავითარებელი შეფასებები გაცნობით,რომელი შეფასებებიც შემდგომ შევავსე და მოვარგე ჩემ პროექტს. გავეცანი დიფეფენცირებული სწავლების შეფასებაბს და ვიმსჯელე ასეთი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში პროექტში მის ჩართულობის აუცილებლობაზე.
ტრენინგ– დღის მეორე ნაწილში ვიმუშავე წინასაპროექტო პრეზენტაციაზე – ,,მოსწავლის მხარდჭერისათვის". იგი შევავსე ყველა საჭირო დოკუმენტებით, რომლებიც განსაზღვრავს პროექტის სწორ მიმართულებებს.
ტრენინგ– დღის მეორე ნაწილში ვიმუშავე წინასაპროექტო პრეზენტაციაზე – ,,მოსწავლის მხარდჭერისათვის". იგი შევავსე ყველა საჭირო დოკუმენტებით, რომლებიც განსაზღვრავს პროექტის სწორ მიმართულებებს.
დღე 6
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე, ვისწავლეთ Word -ის და Power Point-ის დოკუმენტებში კომენტარის გაკეთება, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შემდეგი ნაწილი -- საბაზისო უნარ-ჩვევბი,პროცედურები ...
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.
როგორ ვუმკურნალოთ გრიპს ( რუსუდანის რეცეპტი)
ცოტა მალინის მურაბას დაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ ნახევარი ყავის ჭიქა ძალიან მაგარი არაყი და დალიეთ . გისურვეთ ჯანმრთელობას.
დღე 5
კვლავ ვინრჩუნებთ ტრადიციას და ვეუფლებით მორიგ მეტად საინტერესო სანავიგაციო ოპერაციას. იგი დაგვეხმარება შევქმნათ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ინფორმაციულდ გამდიდრებული მასალები .
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო , ვისწავლე ბლოგზე you tube – იდან ვიდეოს გადატანა. სამწუხაროა მაგრამ ....
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო , ვისწავლე ბლოგზე you tube – იდან ვიდეოს გადატანა. სამწუხაროა მაგრამ ....
დღე 4
რაში მივბაძოთ ბაობაბს? |
- მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ჩამოყალიბება.
- შეფასების დროის ჩარჩოს შევსება– გაანალიზება.
- პროექტის გეგმის პრეზენტაციის შექმნა power point –ის საშუალებით.
- შექმნილი პრეზენტაცის ატვირთვა ბლოგზე.
დღე 3
ხომ საყვარლები ვართ? |
მესამე ტრენინგ დღე––– ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე. გავეცანი მასში არსებულ თითიეულ პუნქტს (დაწვრილებით). შაბლონის შევსებისას, პროექტის გეგმის წერის დროს, გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომია და XXI საუკუნის აუცილებელი უნარ– ჩვევები და ასე ნაბიჯ– ნაბიჯ მივუახლოვდი ჩვენი, 9 თებერვლის, ტრენინგის მიზანს. მუშაობა დავამთავრე google. doc -ებში დოკუმენტის გაზიარების სწავლებით. უნდა ითქვას რომ , ყველაზე მეტად ემოციური სწორედ ტრენინგის ეს ბლოგი იყო .
პირადად ჩემთვის, ყოველი ტრენინგ– დღე ძალიან საინტერესოა, ბევრ წვრილმანს მასწავლის ჩემი ტრენერი. მოვისმინე მითითებები საშინაო დავალებაზე.
დღე 2
დღეს 8 თებერვალს დავესწარი ტრენინგის მეორე დღეს. ძალიან საინტერესო დღე მქონდა. კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, შევისწავლე, როგორ მაზადდება ბროშურები.კონკრეტულად გავეცანი viwer შაბლონებსა და word –ის დოკუმენტის უასაზღვრო შესაძლებლობებს.
დავამზადე ბროშურა მშობლებისათვის , რომელიც შევინახე პროექტის პორტფოლიოში (შესაბამის საქაღალდეში ) .
დავამზადე ბროშურა მშობლებისათვის , რომელიც შევინახე პროექტის პორტფოლიოში (შესაბამის საქაღალდეში ) .
დღე პირველი
დღეს, 2 თებერვალს, ტრენინგის საშუალებით გავეცანი INTEL- ის პროგრამის სახელმძღვანელოს, ე.წ. VEUWER, და XXI საუკუნის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შევისწავლე როგორ შევქმნათ პორტფოლიო, ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოებით. ჩემს ბლოგს შევუცვალე სახელები და გავიხსენე ბლოგში საჭირო სანავიგაციო სისტემა.
Subscribe to:
Posts (Atom)